დღეს გავიმეორე და შევაჯამე ყველაფერი რაც ვისწავლე ტრენინგის მანძილზე.მოვისმინე თითოეული მასწავლებლის პროექტის პრეზინტაცია .ვისწავლე ვიდეოს you tube ზე და picasa ში განთავსება და შემდეგ საკუთარ ბლოგზე გადატანა.
მთლიანად ტრენინგი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე რაც მაინტერესებდა და შევიძინე ის ჩვევები რაც მჭირდება ჩემს მუშობაში.
ინტელის სასწავლო კურსი
Tuesday, May 12, 2015
Sunday, May 10, 2015
ტრენინგის მერვე დღე
გავიმეორე გავლილი მასალა.შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში. გადავხედე ფორტფოლიოს. მოვაწესრიგე საქაღალდეები და ავტვირთე ფორტფილიო ბლოგზე ბლოგ გაჯეტ link list ში
Saturday, May 9, 2015
ტრენინგის მეშვიდე დღე
გავიმეორე გავლილი მასალა. შევქმენი დამატებითი დავალებები განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ვიმუშავე ბლოგში HTLM- გაჯეტში. დავწერე საკუთარი პროექტის გეგმა და აღვწერე თითოეული აქტივობა.
Sunday, May 3, 2015
ტრენინგის მეექვსე დღე
გავიმეორე გუშინდელი მასალა.შევქმენი მოსწავლის პრეზენტაცია.გადავხედე სხვა მასწავლებლების მიერ დაწერილ პროექტების გეგმებს.გადმოვწერე და მოვარგე ჩემს პროექტს შეფასების რუბრიკები.
Saturday, May 2, 2015
ტრენინგის მეხუთე დღე
გავიმეორე გავლილი მასალა. ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. გადმოვწერე საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები. ვისწავლე მათი შევსება. შევედი სხვა მასწავლებლების ბლოგში და დავაკომენტარე.შევქმენი მოსწავლის ბლოგი სადაც განვათავსე ტექსტი და სურათები. ვისწავლე სურათის, ტექსტის და გამოკითხვის გაჯეტები.
Saturday, April 25, 2015
ტრენინგის მესამე დღე
გავიმეორე გავლილი მასალა. ვისწავლე როგორ დავწერო პროექტის გეგმა და დავსახო ძირითადი მისაღწევი მიზნები 21 საუკინის უნარჩვევების და ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების გათვალისწინებით .. გავეცანი ბლუმის ტაქსონომიის ზმნები.შევიმუშავე ჩემი პროექტის მიმართულების კითხვები სადაც გამოვიყენე ეს ზმნები.
Sunday, April 19, 2015
ტრენინგის მეორე დღე
თავიდან მოვისმინე სხვა პედაგოგების პროექტები და გავაცანი მათ საკუთარი პროექტი. შემდეგ ტრენერმა გაგვამეორებინა წინა დღის მასალა. გავეცანი სხვა მასწავლებლების შექმნილ ბუკლეტებს. გავიმეორე Word-ის ინსტრუმენტები და შევქმენი საკუთარი პროექტის სარეკლამო ბუკლეტი. ვისწავლე ბლოგში რედაქტირება და ახალი ჩანაწერის გაკეთება.
Subscribe to:
Posts (Atom)